16:14 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1816)
47 0 0

საჩოგბურთო კორტების ტერიტორია ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მანამდე კი კერძო საკუთრება იყო. ტერიტორია მერიამ მოლაპარაკებების შედეგად დაიბრუნა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ მერია საჩოგბურთო კორტების აღსადგენად აუქციონს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია: ორ წელიწადში თბილისს გამწვანების უმაღლესი ზონა ექნება>>

საჩოგბურთო კორტების ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და იქ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმებოდა, თბილისის მერიამ მოლაპარაკებების მეშვეობით, ადგილმონაცვლეობის შედეგად დაიბრუნა. ეს ტერიტორია ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

მერიის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს 2 მლნ ლარის ინვესტიცია 7 174 კვადრატულ მეტრ ფართობზე და 2 წლის ვადაში უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული ტიპის) და ერთი სავარჯიშო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის საწყისი თანხა შეადგენს 5 775 ათას ლარს, განაცხადა კალაძემ.

მერის განცხადებით, ყოფილ საჩოგბურთო კორტებს თავისი ფუნქცია დაუბრუნდება.

კალაძემ აღნიშნა, რომ კორტების აღდგენა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ იქნება დაინტერესება ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, რათა აუქციონი წარმატებით დასრულდეს და შემდეგ განხორციელდეს, როგორც მერმა უწოდა, „აღდგენითი სამუშაოები".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური პარკი მოეწყობა. პარკის ტერიტორია 36 ჰექტარს დაიკავებს და გახდება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა. 

აღნიშნული ტერიტორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს.

ბიძინა ივანიშვილმა თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადასცა>>

კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის განხორციელება 19 ოქტომბერს დაიწყება. 

პროექტის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

თემები:
თბილისი დღეს (1816)

მთავარი თემები