„თბილისობა 2020“: დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

© courtesy by Sergo Edisherashviliთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს, საპატიო თბილისელის წოდება მწერალ  გურამ დოჩანაშვილს და კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ

თბილისი,  3 ოქტომბერი  — Sputnik. წელს „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.

საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა.  საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე.  

წელს, საპატიო თბილისელის წოდება მწერალ  გურამ დოჩანაშვილს და კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ:

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;

მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე; 

თბილისობა - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2020“: დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი;

მარინა ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;

ლევან გოფოძე – თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი;

ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი;

ელზა ვაშაკიძე – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი;

დავით გადელია – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six.

წლევანდელი „თბილისობა“ მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა" იმართებოდა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0