თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმების კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 17 შინდისელი გმირის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.