ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაკის რაიონშიც ამოქმედდება: რომელ ქუჩებს მოიცავს ახალი მოდელი

გამოწერა
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების გამო პეკინის გამზირზე მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი მათ ვაკის რაიონში გადაიტანენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით.

კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც დაიწყება, კერძოდ, ეს იქნება აბაშიძის, ფალიაშვილისა და მათი მკვეთი ქუჩები.

„20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის“, – განაცხადა მერმა.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონის მოსახლეობას, 10 ოქტომბრის შემდეგ ისინი ავტომობილების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებ-გვერდზე შეძლებენ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.  

პეკინის გამზირი - Sputnik საქართველო
10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების სისტემა ამოქმედდება

ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. 

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებ-გვერდით www.tp.ge, მობილური აპლიკაციით - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატებით (Pay Box).

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ამოქმედდა და პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები (ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩები გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე ყაზბეგის გამზირი – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირი (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე) მოიცვა.

ყველა ახალი ამბავი
0