14:06 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1784)
85 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ევგენი ხარაძის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გოცირიძის და გორკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, სიმონ ჩიქოვანის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1784)

მთავარი თემები