„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“ – „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსები
სამარშრუტო ტაქსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიკროავტობუსში წესრიგის დაცვას, მოიხსნებიან ხაზიდან. მძღოლს აქვს უფლება, წესების დამრღვევ მგზავრს მიკროავტობუსის დატოვება მოსთხოვოს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ იმგზავრონ ფეხზე მდგომებმა და მიკროავტობუსით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენონ პირბადე, იუწყება „პირველი არხი“.

COVID-19 საქართველოში: ახალი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს ექნება უფლება, არ დაძრას სატრანსპორტო საშუალება და წესების დამრღვევ მგზავრს მიკროავტობუსის დატოვება მოსთხოვოს. ხოლო მძღოლები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიკროავტობუსში წესრიგის დაცვას, მოიხსნებიან ხაზიდან.

ავტობუსის გაჩერება ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისის ტრანსპორტში მგზავრთნაკადი მკაცრად გაკონტროლდება

„უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, რომლებიც მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

დღის განმავლობაში დედაქალაქში მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად გადის დეზინფექციას.

„დასაქმებული მძღოლები, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით, „კოვიდ-19“-ზე ტესტირებას გადიან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა დღის წესრიგი ისევ შეცვალა, ანუ როგორ ემზადება საქართველო მეორე ტალღისთვის

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე უსაფრთხოების ზომები კვლავ მკაცრდება. ასევე უფრო მკაცრად გაკონტროლდება მგზავრთნაკადი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მაგალითად, ავტობუსებში ფეხზე დგომა დასაშვებია, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 57-ით გაიზარდა და 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0