11:21 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1726)
205 0 0

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა აიძულებს ხელისუფლებას შემოიღოს გარკვეული შეზღუდვები და კონტროლი გაამკაცროს

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისში მკაცრად გააკონტროლებენ მგზავრთნაკადს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამის შესახებ ჟურნალისტებს მერის მოადგილე მაია ბითაძემ განუცხადა.

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე უსაფრთხოების ზომები კვლავ მკაცრდება.

„იცით, რომ ვაკონტროლებთ ჩვენ თვითონ. ახალი რეკომენდაციების ფარგლებში, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა, პანდემიის პირობებში კონტროლი გამკაცრდება. გაზაფხულზე, როდესაც იყო რაოდენობის მატება, ყველას გახსოვთ, რომ იმ ხაზებზე, სადაც მგზავრების მეტი სიჭარბე იყო, ჩვენ განსაკუთრებული კონტროლი გვქონდა და შიდა მონიტორინგის სამსახურიც გვყავდა ჩართული, მგზავრთა რაოდენობასაც კი ვაკონტროლებდით გარკვეულ ხაზებზე. კვლავ გაგრძელდა მონიტორინგი და ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შიდა მონიტორინგის სამსახური კვლავ ჩაერთვება განსაკუთრებული კონტროლის განსახორციელებლად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მგზავრთა სოციალური დისტანცირება“, - განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილის თქმით, ავტობუსებში ფეხზე დგომა დასაშვებია, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცია.

„ავტობუსებში გუშინდელი დღიდან დაწყებულია მკაცრი კონტროლი იმ ხაზებზე, სადავ მეტი მგზავრთა სიჭარბე გვაქვს. ამას ითვლიან როგორც ჩვენი მძღოლები და კონტროლიორები, ასევე ითვლის ის კამერები, რომლებიც ახალ ავტობუსებშია დამონტაჟებული. შესაბამისად, ჩვენ გვექნება მკაცრი რეაგირება შიდა მონიტორინგის გამოყენების თვალსაზრისით და იმ ხაზებზე, სადაც მგზავრთა დიდი ნაკადი გამოვლინდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

„წყარო უცნობია“: ქართველ დეპუტატსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ >>

გარდა ამისა,  საქართველოში 10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.

10 სექტემბრიდან ასევე იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ამაზეც მკაცრი კონტროლი დაწესდება.

ამასთან, რეკომენდებული არაა სკოლებში სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა. მოქალაქეებისთვის უმთავრესი მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარებაა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1726)

მთავარი თემები