წელს „თბილისობა“ არ გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლიდან „თბილისობა" იმართებოდა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის წინ.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-ით გაიზარდა და 1773-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1325 ადამიანი, გარდაცვლილია 19 პაციენტი. 

თბილისობა - Sputnik საქართველო
გაიმართება თუ არა „თბილისობა 2020": მერია განმარტებას აკეთებს

„თბილისობა" ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციული დღესასწაულია საქართველოში. ეს დღე ყოველთვის გაჯერებულია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებითა და სანახაობითი ფესტივალებით, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე იმართება. ამ დღეს ქალაქს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სტუმრობენ ფერმერები. სახალხო დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდება, რომელიც გალა-კონცერტითა და ფეიერვერკით მთავრდება.

კალაძის განცხადებით, წელს „თბილისობის“ დღესასწაულის აღნიშვნა მხოლოდ კონცერტებით შემოიფარგლება, რომელიც ონლაინ–რეჟიმში გადაიცემა.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა. ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან, რათა დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიც Live–რეჟიმში გადაიცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა" იმართებოდა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0