„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 9 სექტემბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეკინის გამზირის, იოსებიძის, დები იშხნელების, შარტავას, ცაგერის, კოსტავას, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, მერაბ ალექსიძის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის, მუხრანის, ინტენსიფიკაციის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშილის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, კუმისის, ნინო ჩხეიძის, გიორგი ხეთაგუროვის, თოიძის, გიორგი ახვლედიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის, ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ათონელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ორბელიანის, სულხანიშვილის, ფურცელაძის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ბესარიონ ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0