გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

უწყების ცნობით, თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გზების მშენებლობა გრძელდება: თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძი გაჩნდება

საგზაო სამუშაოების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა, რის გამოც 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეზღუდული იქნება.

აქაც ანალოგიურად – გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილები გადაადგილებას გელოვანის გამზირის გავლით შეძლებენ.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0