07:33 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (260)
164 0 0

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, „თბილისობასთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა – ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს „თბილისობის" დღესასწაულს მოკრძალებულად აღვნიშნავთ, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.

„თბილისობა" ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციული დღესასწაულია საქართველოში. ეს დღე ყოველთვის გაჯერებულია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებითა და სანახაობითი ფესტივალებით, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე იმართება. ამ დღეს ქალაქს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სტუმრობენ ფერმერები. სახალხო დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდება, რომელიც გალა-კონცერტითა და ფეიერვერკით სრულდება.

„თბილისობა" მოკრძალებულად გაიმართება, არ იქნება ღონისძიებებით დატვირთული, საღამოს გალა-კონცერტი ჩატარდება. ზეიმის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული. ყველა თვალს ვადევნებთ, თუ როგორ განვითარდება ეპიდვითარება, ჯერჯერობით ღონისძიების ყველა დეტალი ზუსტდება. „თბილისობასთან" დაკავშირებით დეტალურად სექტემბრის შუა რიცხვებში თავად თბილისის მერი ისაუბრებს", – განუცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა" ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

თემები:
თბილისის მერია (260)

მთავარი თემები