03:47 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1749)
141 0 0

მერიის ცნობით, მოძრაობის მიმართულება მეტეხის ხიდიდან გორგასლის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის უცვლელი დარჩება.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტზე იმუშავებს, პირადი ავტომობილი პრიორიტეტი არაა>>

უწყების ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იწყება რკინის რიგის N6-დან გორგასლის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.

„აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კერძოდ, გორგასალის ქუჩიდან გამსახურდიას სანაპიროზე მოხვედრა, ისევე, როგორც გამსახურდიას სანაპიროდან კრწანისის მოედნის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გორგასალის ქუჩის გავლით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად.

გორგასალის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება ოთხ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროსკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ორი ზოლიდან ერთი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმობა, ხოლო მეორე – კერძო ავტომობილებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი იმოძრავებს ორ ზოლში.

გამსახურდიას სანაპიროზე ორივე მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტს თითო ზოლი დაეთმობა.

მერიის ცნობით, მეტეხის ხიდიდან გორგასალის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის კი მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება.

თემები:
თბილისი დღეს (1749)

მთავარი თემები