თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ბარათაშვილის, აბოვიანის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ბროწეულის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, დიდგორის, გოძიაშვილის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, V მიკრორაიონების, ქერჩის, გმირ კურსანტთა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ)და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, პატარიძის, ვაზის, დეკანოზიშვილის და ჩხენკელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.