თბილისის ტელეანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

© photo: Sputnikთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სატელევიზიო ანძას გლოვის დროს სოლიდარობის ნიშნად ხშირად ანათებენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისის სატელევიზიო ანძა ლიბანში 4 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამ ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, იუწყება დედაქალაქის მერია.

„ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!“ – ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი, რომელიც თბილისის მერიამ გამოაქვეყნა.

© photo: Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ტელეანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ტელეანძას ხშირად ანათებენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში გლოვის დროს სოლიდარობის ნიშნად.

ბეირუთის საზღვაო პორტში 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელმაც 158 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების შედეგად დაშავდა 6 ათასზე მეტი ადამიანი, დაზიანდა ასეულობით შენობა, ავტომობილები, ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0