09:47 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1700)
341 0 0

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ბერლინში ბინადარმა მელამ ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლებს 100-მდე ფეხსაცმელი მოჰპარა

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. მელა, რომელიც თბილისში, ვაკეში ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია წერს.

„ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს „არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.
ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?“ - წერს ლომჯარია.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი წერს, ოინბაზი კი „დაატუსაღეს", მაგრამ თანამზრახველიც ჰყოლია და იმასაც მალე მიუსვამენ გვერდით.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ბერლინში ბინადარმა მელამ ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლებს 100-მდე ფეხსაცმელი მოჰპარა.

თემები:
თბილისი დღეს (1700)

მთავარი თემები