„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 ივლისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, მარჯანიშვილის და ახალციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის და დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის (ნაწილობრივ), რაფიელ ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასკანის, გომის, ბეთლემის და ჰოვანეს თუმანიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის, აკოფიანის, იეთიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:0 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, ჭირნახულის, მეკოკიშვილის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0