02:06 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (351)
11110

ფრანგულმა კომპანია Sistra-მ დაადგინა, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში საბაგიროების გამოყენება შესაძლებელია

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში აშენდება კიდევ ორი საბაგირო, რომელიც მომავალი წლის ბოლოს ამუშავდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში ბევრია ვიწრო ქუჩა ზოგან რთული რელიეფია, რაც ავტობუსების გადაადგილებას ართულებს, ამიტომ გადაადგილების ალტერნატიული სახეობებია საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატიული ტრანსპორტი შეიძლება გახდეს საბაგირო.

ვაზისუბანი-სამგორის საბაგიროს აღდგენა უახლოეს დროს დაიწყება, წლის ბოლოსკენ იგეგმება საბაგიროს მშენებლობა სარაჯიშვილის გამზირიდან ზღვის უბნამდე - თბილისის ზღვასთან.

„ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

ვაზისუბანი-სამგორის საბაგიროს მშენებლობაზე საფრანგეთის განვითარების ფონდმა უკვე 30 მილიონი ევრო გამოყო.

დღეისათვის თბილისში სულ ორი საბაგირო მოქმედებს: რიყე-ნარიყალას საბაგირო, რომელიც ტურისტებს ემსახურება და ჭავჭავაძის გამზირის კუს ტბასთან დამაკავშირებელი საბაგირო.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (351)

მთავარი თემები