02:46 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1365)
93 0 0

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბაგირო გასული წლის ზაფხულში რემონტზე დაიკეტა. მისი გახსნა 2020 წლის მარტში იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საბაგირო გზა მგზავრებს დღეიდან მოემსახურება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

„საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

კუს ტბა საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილია. მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, აქვე არის რამდენიმე კაფე და რესტორანი. ტბასთან ახლოს მდებარეობს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. კუს ტბაზე მოხვედრა შესაძლებელია მანქანით ან საბაგირო გზით ილია ჭავჭავაძის გამზირიდან. საბაგიროს სადგური ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს მდებარეობს.

დღეისათვის თბილისში ორი მოქმედი საბაგირო გზაა – რიყე-ნარიყალა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს და კუს ტბის საბაგირო, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აკავშირებს კუს ტბასთან.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1365)

მთავარი თემები