თბილისის ძველი პოლიკლინიკების ახალი ცხოვრება: კალაძემ პრობლემის მოგვარების გზა დაასახელა

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი გამოსავალი, რომ ქალაქმა შეინარჩუნოს ის პოლიკლინიკები, რომლებიც ძველ შენობებში ფუნქციონირებენ და რომელთა გარემონტებაც მერიას საკუთარი ძალებით არ შეუძლია, მათი პრივატიზაციაა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების შენობების პრივატიზაციის მიზნით აუქციონს გამოაცხადებს, რომლის აუცილებელი პირობა არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნება იქნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა გაჩნდება

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე მერიას არ შეუძლია ძველი პოლიკლინიკების რემონტის თავის თავზე აღება, ამიტომ გამოსავალს მათ პროვატიზაციაში ხედავს.

„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე არც ნორმალური რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.

რა სიურპრიზს უმზადებს მერია თბილისელებს>>

მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრივატიზების აუცილებელი პირობა აღნიშნული შენობების პროფილისა და თანამშრომლების შენარჩუნებაა.

ყველა ახალი ამბავი
0