როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 10 ივლისს

გამოწერა
პარასკევს კვლავ სიცხე იქნება – დედაქალაქში დღისით პლუს 33 გრადუსი იქნება, თუმცა, თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 10 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +33 გრადუსი.

ქარი ღამით 17-22 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0