„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 22 ივნისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ივნისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, მარიჯანის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, დავით ართმელიძის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის და პაბლო პიკასოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, შოთა ნიშნიანიძის, პუშკინის, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, კოტე აფხაზის, ოქრომჭედლების, ყავლაშვილის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის და სვერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, ბარალეთის, ლიბანის და გმირ კურსანტთა (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0