როდემდე იმუშავებს მეტრო შემცირებული გრაფიკით, ანუ როდის დასრულდება რემონტი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიპირბადიანი მამაკაცი მეტროში
პირბადიანი მამაკაცი მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერის თქმით, ამ მასშტაბის სამუშაოები თბილისის მეტროში მისი გახსნის მომენტიდან, ანუ 1966 წლიდან არ ჩატარებულა.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი შემცირებული გრაფიკით – 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იმუშავებს. ეს უკავშირდება ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების რემონტს, რომელთა დასრულება პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

რემონტის დაწყებასთან დაკავშირებით მეტროს მუშაობის გრაფიკი გასული წლის ივნისში შეიცვალა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ მასშტაბის სამუშაოები თბილისის მეტროში მისი გახნის მომენტიდან, ანუ 1966 წლიდან არ ჩატარებულა.

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
კალაძე დიზაინერებს მეტროს სადგურების განახლებაში ჩართვას სთავაზობს

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სარემონტო სამუშაოები 2020 წლის 19 ივნისს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა: პროცესში ვერ მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები.

„სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ითხოვს სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას დაახლოებით 3,5 თვით (ოქტომბრის შუა რიცხვებამდე) და მეტროს მუშაობის 1 საათით შემცირებული გრაფიკის შენარჩუნებას კიდევ 3 თვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში უკვე დასასრულს უახლოვდება დაახლოებით 500 კმ საერთო სიგრძის ძალოვანი კაბელების გამოცვლა. ამ ეტაპზე კაბელები ერთვება მეტროს ხუთ სადგურს – „ახმეტელი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“, „ვაგზლის მოედანი“ და „მარჯანიშვილი“. ასევე მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემების დამონტაჟების სამუშაოები. უკვე დამონტაჟდა 12 ვენტილატორი.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა>>

პროექტის ღირებულება 15 მილიონ დოლარზე მეტია. თანხას აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).

ყველა ახალი ამბავი
0