ვინ შეძლებს ნებართვის გაცემას ტაქსის მძღოლებისთვის თბილისის მერიის გარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსები თბილისში
ტაქსები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ტაქსის მძღოლებისთვის ნებართვის გაცემას კერძო იურიდიული პირიც შეძლებს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იურიდიულ პირს თბილისში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (კატეგორია М1) მგზავრთა გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებას მიანიჭებს.

შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.

გახარია: ავტომობილში სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება - ტაქსების გარდა>>

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მოქმედი რედაქციით, მგზავრების გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლება მხოლოდ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ.

„წინამდებარე ცვლილებით კი ასეთი უფლებამოსილების გადაცემა შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირზეც განხორციელდეს“, – ნათქვამია პროექტში.

ტაქსი - Sputnik საქართველო
"თბილისის მიკროავტობუსის" და ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

ტაქსის მძღოლებს ნებართვას ამჟამად აძლევს მერიის საქალაქო სამსახური, რომელიც მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნა.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერისა და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. В კატეგორიის ტაქსებს მუშაობა მხოლოდ გამოძახებით შეუძლიათ. სამაგიეროდ, მათ არა აქვთ მანქანის ფერზე და საჭეზე შეზღუდვა.

ყველა ახალი ამბავი
0