„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 მაისს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ატენის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, IV მიკრორაიონების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, შეშელიძის, დაისის, ხანძთის, ქერჩის, ვარდისუბნის და განთიადის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, გვარამაძის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, დგებუაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0