18:33 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (308)
34910

ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შედის, აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. როდესაც დარგის სპეციალისტები გადაწყვეტენ, მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელებისთვის, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. 17-დან 27 აპრილამდე პერიოდში ასევე შეზღუდული იყო მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის ტაქსების გადაადგილება. ამ დროისთვის ეს აკრძალვა მოხსნილია.

კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე.

„როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ ველოდებით დარგის სპეციალისტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (308)

მთავარი თემები