„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 8 მაისს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელი ლისის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, დოლაბაურის, წერნაკის, დესპინე გელოვანის და ეკატერინე ფორაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმიბდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის და პუშკინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0