თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.