„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 მაისს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ანდრო ბიწაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის და აბულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0