კალაძე თბილისის გზების რემონტის ხარისხით უკმაყოფილოა

© Sputnik / Alexander Imedashviliტროტუარის რემონტი თბილისში
ტროტუარის რემონტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გასცა განკარგულება, რომ საგზაო სამუშაოების ხარისხზე კონტროლი გაძლიერდეს და სამშენებლო კომპანიებს ხარვეზების საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრა მოსთხოვა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა კომპანია, რომელიც გლდანი-ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

საუბარია სარემონტო სამუშაოებზე ბოჭორიშვილის, ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩებზე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს

თბილისის მერმა უკმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების ხარისხის გამო. მისი თქმით, ქალაქის მერია თვალს არ დახუჭავს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე – კომპანიას მოუწევს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება.

„ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია როდესაც შევიდა შემოწმებაზე, იმისთვის, რომ ჩაებარებინა პროექტი, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, არასწორად შესრულებულ სამუშაოზე", – განაცხადა მერმა.

როგორი გახდება თბილისი 2020 წელს? კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა>>

კალაძის განცხადებით, ლაბორატორიის თანამშრომლებმა ვერც კი მოახერხეს ასფალტის ნიმუშების აღება, იმდენად უხარისხოდ იყო სარემონტო სამუშაოები შესრულებული. მერის განცხადებით, სამშენებლო კომპანია შეცდომებს საკუთარი ხარჯებით გამოასწორებს.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ სხვა არაფერს არ გთხოვთ. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომლებიც დისკომფორტს ქმნის ქალაქში", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0