თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები დამონტაჟდება

გამოწერა
„ჭკვიანი“ შუქნიშნები საგზაო მოძრაობის კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენს - ისინი თავად არეგულირებენ ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემურ ადგილებში

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქისთვის „ჭკვიანი“ შუქნიშნების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს პიკის საათებში ქალაქის ქუჩების განტვირთვას ტრანსპორტისგან.

ტრანსპორტის მოძღაობა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში საცობებს ახლებურად შეებრძოლებიან

„ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის. მის ფარგლებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ გერმანიის განვითარების ფონდთან. გვინდა, მოვაწესრიგოთ შუქნიშნების სისტემა ქალაქში... ჩვენთვის ცნობილია, რა პრობლემებია ქალაქში, როცა ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება დაახლოებით 7 პროცენტით, შესაბამისად, იზრდება საცობებიც. „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, პრობლემურ ადგილებში, სადაც საცობები ჩნდება, ამ შუქნიშნებმა თავად განტვირთონ მოძრაობა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მას ერთი წელი არ ეყოფა. საჭიროა გარკვეული დრო. ჩვენ მას ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა კალაძემ.

„ჭკვიანი“ შუქნიშნები საგზაო მოძრაობის კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენს. ასეთი შუქნიშნები დაარეგულირებს ტრანსპორტის გაჩერებისა და მოძრაობის დროსა და ხანგრძლივობას გზის კონკრეტულ მონაკვეთზე შექმნილი სიტუაციის მიხედვით.

 

ყველა ახალი ამბავი
0