საქართველოში დათბება – სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მზიან ამინდს პროგნოზირებენ – შესამჩნევად დათბება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დათბება – ქვეყნის უმეტეს ნაწილში 19-20 თებერვალს უნალექო, მზიანი ამინდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 2-6 გრადუსი ყინვა, დღისით კი 13-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით დაბლობში პლუს 1-2 გრადუსი, დღისით კი პლუს 15-18 გრადუსია ნავარაუდევი.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

თბილისი - Sputnik საქართველო
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და მაღალ მთაში ღამით 8 გრადუსი ყინვა, დღისით პლუს 7-8- გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში ღამით 12-13 გრადუსი ყინვა, დღისით კი პლუს 9-10 გრადუსია მოსალოდნელი.

უახლოეს დღეებში ყაზბეგში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ოთხშაბათს ჰაერის ტემპერატურა მინუს 6 გრადუსი, ხუთშაბათს კი მინუს 4 გრადუსი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა 6-8 გრადუსამდე გათბება.

მესტიაში ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელი არ არის. ღამით მინუს 7-12, დღისით პლუს 6-7 გრადუსი იქნება.

თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც – ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 4-6 გრადუსი, დღისით კი პლუს 13 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი საქართველოს დედაქალაქშიც – ჰაერი დღისით 12-14 გრადუსამდე გათბება.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.

ყველა ახალი ამბავი
0