02:30 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1750)
87 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და შინდისის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, წიკლაურის, ჯანელიძის, თოფურიძის, არალეთის, მექანიზაციის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, შეშელიძის, თემქის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1750)

მთავარი თემები