თბილისის მერია კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლს რესტავრაციას ჩაუტარებს

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, სამუშაოები კი მომავალ წელს დასრულდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წელს თბილისში ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის შენობის რეაბილიტაცია დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
კალაძე დიზაინერებს მეტროს სადგურების განახლებაში ჩართვას სთავაზობს

„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები,  გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი, განახლდება კარ-ფანჯრები. ასევე, ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები“, – აღნიშნა მერმა.

ამ პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კადეტთა კორპუსის შენობას.

„როდესაც წინაასარჩევნოდ კადეტთა კორპუსი დავათვალიერე, ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო და არის დღესაც. იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია და საფრთხის მატარებელია. კედლებს შორის დიდი დაცილება, უმძიმესი მდგომარეობა არსებობდა. მოსახლეობას დავპირდით, რომ კორპუსის სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება მოხდებოდა. ჩვენ ვასრულებთ ამ პირობას და ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით 17 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერის განცხადებით, კეთილმოეწყობა შენობის ეზოც, შეიცვლება ძველი სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელი, ასფალტის საფარი და ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები.

 

ყველა ახალი ამბავი
0