13:26 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (197)
52 0 0

შშმ პირებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ლიფტები თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ გადასცა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტები დამონტაჟდა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდა ფილარმონიასთან, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში – სულ ექვსი ლიფტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის დედაქალაქის ადაპტირება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რათა ასეთი პროექტები სხვა ადგილებზეც განხორციელდეს. მთავარია, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ იყოს არანაირი დაბრკოლება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ეს შესაძლებლობა დედაქალაქში", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას.

„ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ვანდალიზმს, რათა რაც კეთდება ქალაქში, მაქსიმალურად მოვლილი და შენარჩუნებული იყოს", – აღნიშნა კალაძემ.

შშმ პირებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ლიფტები თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ გადასცა.

თემები:
თბილისის მერია (197)

მთავარი თემები