09:19 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (261)
63 0 0

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ვაგონების შესაძენად თანხას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შესაძენად ტენდერს ახლო მომავალში გამოაცხადებს, იუწყება დედაქალაქის მერია.

პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს. ვაგონები საქართველოში სამი-ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა. კონკრეტულად თუ რომელი ქვეყნიდან მოხდება ახალი ვაგონების შემოყვანა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

„ჩვენ მეტროს მოდერნიზება დავიწყეთ, ვაწესრიგებთ და ვაახლებთ არსებულ ვაგონებს. ახლო მომავალში ტენდერს გამოვაცხადებთ და 40 ვაგონს შევიძენთ", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული სისტემა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა ვიამაყებთ ჩვენი ქალაქით, იმ პროექტებით, რომლებიც განხორციელდება", – განაცხადა კახა კალაძემ.

2019 წლის განმავლობაში მეტროში შემადგენლობები განახლდა, რაც, მერიის ხელმძღვანელობის აზრით, შესაძლებელს გახდის მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წუთამდე შემცირდეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში გარემონტდა და განახლდა 36 ვაგონი, მათგან 15-ის სრული მოდერნიზება მოხდა.

თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე ფუნქციონირებს.

მეტროს ხაზის საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კილომეტრი, მეორე ხაზის – 17 კილომეტრი.

თემები:
თბილისის მერია (261)

მთავარი თემები