04:09 18 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1104
  • 100 RUB4.5283
  • USD2.8678
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1512)
88 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, ქართლის, კნოლევის, ღრმაღელეს და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, შორაპნის, ცუცხვათის, იორის, ლასხიშვილის, აწყურის, კახეთის, კასპის, წინანდლის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის, ბუკისციხის, გარეკახეთის, დოესის, ზურაბიშვილის და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოსეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გოლოვნის, ბეთანიის, განთიადის, ერისთავის, კვესეთის, მარტყოფის, ბზიფის და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, სარაჯიშვილის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1512)

მთავარი თემები