13:33 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1477)
85 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, შოთა ნადირაშვილის, უშაკოვის და მთისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გმზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I, II, III მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დუმბაძის, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თეთრი ტბის დასახლების, სოფელი გლდანის, ბადრი კობახიძის, ზაქარია მაისურაძის, დავით აღმაშენებლის (გლდანი), გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, გოთუას და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების მე-9 ქუჩის, გარდაბნის გზატკეცილის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და კედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1477)

მთავარი თემები