12:31 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1694)
152 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1694)

მთავარი თემები