„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 16 დეკემბერს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, აეროპრტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, დიმიტროვის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის, იოსებიძის და არჩილ სულაკაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, დობრილიუბოვის, ენისელის, ზედაზენის, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, კოდალოს, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ლევან ქართლელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, აბულაძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0