07:43 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1476)
59 0 0

საქართველოს მმართველი პარტია ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური აქციით აღნიშნავს

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროსაბჭოში ქვეყნის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად შაბათს საზეიმო ღონისძიებას გამართავს, რასთან დაკავშირებითაც თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა.

როგორც ადრე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქალაქის ცენტრში შეკრების იდეა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ეკუთვნის. ღონისძიების ფარგლებში პარტიის წარმომადგენლები რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოვლენ. საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ჩატარდება.

შაბათს ავტომძღოლებს შესთავაზებენ ალტერნატიულ მარშრუტებს თბილისის ცენტრში მოძრაობისთვის. ბარათაშვილის ხიდიდან რუსთაველის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩებით.

ვახტანგ გორგასლის მოედანზე აიკრძალება მსხვილგაბარიტიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

ლადო ასათიანის ქუჩიდან მოძრაობა შეიზღუდება დადიანის ქუჩის მიმართულებით. ტრანსპორტის ნაკადი ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით თუმანიანის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

კოსტავას ქუჩიდან რუსთაველისკენ მოძრავი ტრანსპორტი  შეძლებს მოძრაობას ყოფილი ფოსტის შენობამდე და გზის გაგრძელებას პირველი რესპუბლიკის მოედნისკენ ან ჯავახიშვილის ქუჩისკენ.

ტრანსპორტი თავისუფლად იმოძრავებს რუსთაველის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე.

ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და დაარეგულირებს. აუცილებლობის შემთხვევაში, მძღოლები დამატებით ინსტრუქციებს მიიღებენ.

თემები:
თბილისი დღეს (1476)

მთავარი თემები