„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 დეკემბერს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, გიორგი ბერიაშვილის, მიხეილ გახოკიძის, ელენე მეტრეველის, რევაზ მამისაშვილის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ბეგიაშვილის, პოლიციის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V VI VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ელბაქიძის აღმართის, ვერეს შესახვევის, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ახვლედიანის, ჯუღელის, შიო მღვიმელის და ფარნაოზ ლაპიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0