„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 11 დეკემბერს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ვაკის და მთაწმინდის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, შანიძის, გალის, თერგის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), ატენის (ნაწილობრივ), ფალიაშვიის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, საინგილოს, კახეთის ხევის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, გიორგი ბერიაშვილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთ უბანის დასახლების, ხევისპირის, წყაროთუბნის, მწვანე, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0