კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი მწვანე ავტობუსი თბილისში
ახალი მწვანე ავტობუსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარემონტო სამუშაოებით.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის დადგენილ სქემას დაუბრუნდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. მიმდინარე წლის ივლისიდან კი, სარემონტო სამუშაოების გამო, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლა.

გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე და ჭავჭავაძის გამზირზე

უწყების ცნობით, ავტობუსები N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ.

ამ ეტაპზე კახეთის გზატკეცილზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები და საგზაო მონიშვნების დახაზვა. დამონტაჟდება ახალი ლამპიონები, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწისქვეშ განთავსდება, რაც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის.

კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარემონტო სამუშაოებით. გასული წლის განმავლობაში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, დამონტაჟდა LED-განათება.

ყველა ახალი ამბავი
0