ჭავჭავაძის გამზირზე კვირას ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება ძველი სისტემით, 8 იანვრიდან კი სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ განახლდება

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა კვირას, 8 დეკემბერს აღდგება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ვაკის პარკის დაპროექტების თემაზე შაბათს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება

კახა კალაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარების დასუფთავება, რომელიც ახალი ფილებით არის მოწყობილი და მოპირკეთებული. აგრეთვე სავალ ნაწილზე დროებითი მოხაზვა გაკეთდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ხვალ დილით, 09:00 საათზე დაიწყება ამ კონკრეტული მონაკვეთის მოასფალტება და ხვალ საღამოსვე დასრულდება. ეს არის დროებითი დახაზვითი სამუშაოები, რადგან 8 იანვრამდე ვაჩერებთ მუშაობას, გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები – დაყენებული. მოძრაობა აღდგება, როგორც იყო ძველად ჭავჭავაძეზე, თუმცა ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ იმ პატარა სამუშაოებს, რომელიც გვაქვს დარჩენილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა ვიდეო მიმართვაში.

კახა კალაძის განმარტებით, ახალი წლის დღეებში, 8 იანვრამდე სამუშაოები შეჩერებული იქნება, შემდეგ კი კვლავ გაგრძელდება.

„8 იანვრიდან დაიწყება სამუშაოები, რადგან ახალი წელი მოდის, ჩვენ გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, გარკვეული უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
რამდენი ლარით დააჯარიმებს თბილისის მერია კომპანია „თელასს“

შეგახსენებით, თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სარემონტო სამუშოები დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად თბილისის ხელისუფლებამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო გზის მონაკვეთი თსუ-ის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე, სწორედ ეს გზა გადაიკეტა პირველ ეტაპზე.

კახა კალაძე: შემიძლია წავიტრაბახო – თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება >>

პროექტის მეორე ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, მაგრამ, როგორც უფრო ადრე ქალაქის მერმა განაცხადა, ეს სამუშაოები მძღოლებს მოძრაობაში ხელს არ შეუშლის.

რემონტის შემდეგ ავტობუსები გამზირის ცენტრში იმოძრავებენ. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლის ტენდერში გაიმარჯვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0