როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე და ჭავჭავაძის გამზირზე

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ახალი, კეთლმოწყობილი ქუჩებით სარგებლობას სულ მალე შეძლებენ

თბილისი,  4 დეკემბერი — Sputnik.  კახეთის გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება, ჭავჭავაძის გამზირზე კი 8 დეკემბერს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დაიწყო, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები და საგზაო მონიშვნების დახაზვა. მომავალში დამონტაჟდება ახალი ლამპიონები,  ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწისქვეშ განთავსდება, რაც  სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის.

 „ძალიან კარგი პროექტი გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად სახეშეცვლილი იქნება თავისი საგზაო ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობის სამუშაოებით“, – აღნიშნა მერმა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
რამდენი ლარით დააჯარიმებს თბილისის მერია კომპანია „თელასს“

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, კალაძის განმარტებით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები 8 დეკემბერს დასრულდება და შესაბამისად, დროებით აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა.

 „ჩვენ აქ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს, რადგან ახალი წელი მოდის, ქალაქი საკმაოდ დატვირთული იქნება და არ გვინდა, ჩვენი მუშაობით დედაქალაქი შევზღუდოთ. სამუშაოების წარმოება 8 იანვრამდე შეჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის სიტყვებით, გამზირზე დროებით დამონტაჟდება შუქნიშნები და მოეწყობა ზებრა–გადასასვლელები.

შეგახსენებით, თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სარემონტო სამუშოები დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად თბილისის ხელისუფლებამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო გზის მონაკვეთი თსუ-ის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე, სწორედ ეს გზა გადაიკეტა პირველ ეტაპზე.
პროექტის მეორე ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, მაგრამ, როგორც უფრო ადრე ქალაქის მერმა განაცხადა, ეს სამუშაოები მძღოლებს მოძრაობაში ხელს არ შეუშლის.

რემონტის შემდეგ ავტობუსები გამზირის ცენტრში იმოძრავებენ. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლის ტენდერში გაიმარჯვა.


ყველა ახალი ამბავი
0