09:34 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1427)
49 0 0

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ლერმონტოვის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გია რომელაშვილის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, შორაპნის, შანდორ პეტეფის, წულუკიძის და კახეთის ხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, V კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

თემები:
თბილისი დღეს (1427)

მთავარი თემები