თბილისის ახალ ზოოპარკში 13-მა ახალმა ცხოველმა დაიდო ბინა

გამოწერა
აღმოსავლეთ კავკასიური 12 ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან, ხოლო ერთი დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან ჩამოვიდა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა, ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

© photo: Tbilisi Zoo / FBაღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები
თბილისის ახალ ზოოპარკში 13-მა ახალმა ცხოველმა დაიდო ბინა - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები

აღმოსავლეთ კავკასიური 12 ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან, ხოლო 1 დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან ჩამოვიდა. ცხოველებმა ახალ ზოოპარკში, კავკასიის ექსპოზიციის ნაწილში დაიდეს ბინა.

„თბილისის ზოოპარკი ადგილობრივი სახეობების - დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, ნიამორისა და კეთილშობილი ირმის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ სიას კიდევ ერთი სახეობა შეემატა - დომბა, იგივე ევროპული ბიზონი. საქართველოში ეს დომბას რეინტროდუქციის პირველი მცდელობა იქნება. სხვათა შორის, დომბას რეინტროდუქციის პროგრამა უკვე დაწყებულია აზერბაიჯანში", - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

ერიკ ფონ ფლიტი - Sputnik საქართველო
თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი იმუშავებს

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალი აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით - მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი.

დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლების საშუალებით აღადგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0