06:48 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1476)
38 0 0

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას, პეკინის და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ),ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახების XI მიკრორაიონის II კვარტლის და გურამ ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილი, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ბაბუციძის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ენუქიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიგის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, საინგილოს და კახეთის ხევის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროს სადგურ "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ცუცხვათის, თელავის, ძევერის, ძეგლევის, შორაპნის, ვაჟა ივერიელის, შირაქის, ზინდისის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, წინანდლის, გარეკახეთისა და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, გობრონიძის, ვეკუას, ბრონშტეინის, კორინთას და შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და თეთრი ტბის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1476)

მთავარი თემები