„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 28 ნოემბერს

© courtesy of JSC Telasi„თელასის" თანამშრომლები
„თელასის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ანდრო ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ გრიშაშვილის, ტაბახმელას, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0