თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გამოწერა
ამაღამ დაიკეტება ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი, 28 ნოემბრამდე კი ტრანსპორტის მოძრაობა ღამით შეიზღუდება მეტეხის გვირაბებში.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ვაჟა-ფშაველას გამზირი ამაღამ სამედიცინო უნივერსიტეტთან დაიკეტება, ხოლო მეტეხის გვირაბებში კი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებებში.

ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე გადაიკეტება. შესაბამისად, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროს სადგურ „დელისის" მიმართულებით იმოძრავებს იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით.

თბილისი - Sputnik საქართველო
საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი თბილისში დაახლოებით 300 ათასი ლარი დაჯდება

გამზირის გადაკეტვის მიზეზი საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებია. მერიის ცნობით, ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი.

რაც შეეხება მეტეხის გვირაბებს, აქ 25-დან 29 ნოემბრამდე 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება.

სამუშაოები ღამის საათებში ორ ეტაპად შესრულდება.

25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

თბილისის მერია ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს>>

ხოლო 27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0